კვლევა დასრულდა. შავი ზღვის კაბელის პროექტი აქტიურ ფაზაში გადადის – მინისტრის მოადგილე

კვლევა დასრულდა. შავი ზღვის კაბელის პროექტი აქტიურ ფაზაში გადადის – მინისტრის მოადგილე

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ – ეკონომიკური კვლევა დასრულდა, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შავი ზღვის კაბელი როგორც ტექნიკურად, ისე ეკონომიკურად განხორციელებადია,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

კვლევა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI მოამზადა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტექნიკურ – ეკონომიკური კვლევის დასრულების შემდეგ, პროექტი აქტიურ ფაზაში გადადის, რაც გულისხმობს იმას, რომ მომავალში დაიწყება შავი ზღვის ფსკერის ტექნიკური შესწავლა, რასაც შემდეგ საპროექტო სამუშაოების განხორციელება მოჰყვება.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან პრიორიტეტს ანიჭებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ასევე ქვეყანაში ენერგოსიმძლავრეების და განახლებადი ენერგიების განვითარებას. ამ მიმართულებით არაერთი ინიციატივა დაანონსდა. ქვეყანაში აქტიურად ხდება განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიულია და ტექნიკურ-ეკონომიკურად – განხორციელებადი, – აღნიშნულია კვლევაში, რომელიც ტექნიკურ – ეკონომიკური კვლევა აღნიშნული პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობების და საუკეთესო გზების გამოვლენის მიზნით მომზადდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვლევის ფარგლებში განისაზღვრა კაბელის ოპტიმალური შესაძლებლობები, განხორციელდა პროექტის მშენებლობის ღირებულების შეფასება და ეკონომიკური ანალიზი. ასევე დადგინდა კაბელის სახმელეთო და საზღვაო ნაწილების წინასწარი მარშრუტი, შემუშავდა პროექტის განხორციელების გეგმის და შესყიდვების სტრატეგია.

პროექტის მარშრუტისათვის ასევე მოხდა ბუნებრივი გარემოსა და სოციალური საკითხების შესწავლა, საქართველოსა და რუმინეთისთვის მომზადდა გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების სკრინინგის და სკოპინგის ანგარიშები. ასევე, შემუშავდა ზღვის ფსკერის გეოტექნიკური, გეოფიზიკური, ეკოლოგიური და არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად საჭირო სამუშაოთა აღწერილობა და მომზადდა სატენდერო ტექნიკური დავალების დოკუმენტი.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას 2022 წლიდან ხორციელდებოდა. ასევე მომზადდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და ზღვის ფსკერის კვლევები, რომელთა განხორციელება 2025-2026 წლებშია დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

მარტში საქართველოს სავალუტო რეზერვები 76.8 მილიონი დოლარით გაიზარდა

მარტში საქართველოს სავალუტო რეზერვები 76.8 მილიონი დოლარით გაიზარდა

2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ზრდის…
რა ეტაპზეა Jan De Nul-ის მიერ ანაკლიის აკვატორიის დაღრმავება?

რა ეტაპზეა Jan De Nul-ის მიერ ანაკლიის აკვატორიის დაღრმავება?

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ანაკლიის აკვატორიის დაღრმავების სამუშაოებს აქტიურად ასრულებს. კომპანიასთან სამწლიანი კონტრაქტი 2024 წლის სექტემბერში გაფორმდა.…
ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა – როგორ დაეხმარება ბიზნესს სახელმწიფო?

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა – როგორ დაეხმარება ბიზნესს…

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა. “ქართული ოცნების” მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 31 მარტს გამოქვეყნდა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის,…